ილონ მასკის თანაშემწეებმა აშშ-ის მთავრობის ადამიანური რესურსების სააგენტოში კარიერულ საჯარო მოხელეებს კომპიუტერული სისტემები ჩაუკეტეს, რომელიც შეიცავს მილიონობით ფედერალური თანამშრომლის პირად მონაცემებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ილონ მასკმა, რომელსაც ტრამპმა დაავალა, შეამციროს 2.2-მილიონიანი სამოქალაქო სამთავრობო სამუშო ძალის ზომა, დაუყოვნებლივ განათავსა თანამოაზრეები „პერსონალის მართვის სამსახურში“.
„ჩვენ არ გვაქვს ხილვადობა, თუ რას აკეთებენ ისინი კომპიუტერსა და მონაცემთა სისტემებთან. ეს დიდ შეშფოთებას ქმნის. ზედამხედველობა არ არსებობს. ეს ქმნის რეალურ კიბერუსაფრთხოების და ჰაკერულ შედეგებს“, – აღნიშნა ერთ -ერთმა ოფიციალურმა პირმა.
კომენტარები