ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ფისკალურ სექტორში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ფისკალური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2017 წლიდან დაიწყო.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკით მზარდ დაინტერესებაზე, ასევე, როგორ შეიძლება ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში ლარიზაციის პროცესს.
შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუაც დაესწრნენ.
ფინანსთა მინისტრი “ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს შეხვდა
2017/04/22 18:22:45
ნანახია: 1273 ჯერ