სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიცნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოიძიებული.
ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით, თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უკეთებდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტებსა და გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!“, – წერს რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.
კომენტარები