საქართველოს პრეზიდენტის ცოლისძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
ის მეოთხე თვეა, პატიმრობაშია. სასამართლო სხდომას პირველი ლედიც ესწრებოდა.
კომენტარები