ბათუმში განვითარებული მოვლენების გუშინ დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ მოინახულა.
„დაკავებულებიდან ერთ-ერთი მერაბ ღოღობერიძე შიმშილობს“,-ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა. ციალა ქათამის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მისი თქმით, დაკავებისას ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით გუშინ დააკავეს.
კომენტარები