უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა პრესკონფერენცია გააუქმა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უნდა გამართულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კელოგი ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხებს და მხოლოდ ფოტოსესიისა და პროტოკოლური ხელის ჩამორთმევის ფარგლებში გამოჩნდება.
კომენტარები