პასუხისმგებლობა არის ერთი და იგივე კანონის წინაშე. ვინც კანონმდებლობას პატივს არ სცემს და მას უხეშად დაარღვევს, ბუნებრივია, რომ რეაგირება კანონის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„პასუხისმგებლობა არის ერთი და იგივე კანონის წინაშე. ვინც კანონმდებლობას პატივს არ სცემს და მას უხეშად დაარღვევს, ბუნებრივია, რომ რეაგირება იქნება კანონის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, არ აქვთ არანაირი პასუხი იმ კითხვებზე, რაც, სხვათა შორის, არა მხოლოდ კომისიის წევრებმა დავსვით, არამედ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიზნესი წაართვეს. რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის და ყველა ნებისმიერი ადამიანის საკითხი იქნება გადაგზავნილი პროკურატურაში, რომელიც გამოძახებული იქნება ჩვენს მიერ, კომისიის მიერ და ის პატივს არც სცემს და უხეშად დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული პირების ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება. კომისიამ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის ბადრი ჯაფარიძეზეც მიმართა.