ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მოხსნას არ აპირებს.
„საუკეთესო საშუალება უკრაინის მხარდასაჭერად – დარჩე თანმიმდევრული ჩვენს მიზანთან, მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს ნიშნავს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას სანქციების დახმარებით“, დაწერა მან.
კოშტას თქმით, ის მა გზავნილს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გაუზიარებს, რომლებიც დღეს პარიზში უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაში მონაწილეობენ.
კომენტარები