მოქმედი პროკურორი რეზო ნადოი მოსამართლეობას აპირებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი 2 მაისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზეა დაბარებული. საზოგადოებრივსაღნიშნული ინფორმაცია თავად ნადოიმ დაუდასტურა.
რეზო ნადოისთან დანიშნული გასაუბრების შესახებ ინფორმაცია იძებნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეც, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკია განთავსებული.
რაც შეეხება მის წარსულ საქმიანობას, 2006-2010 წლებში რეზო ნადოი მოსამართლე იყო. მისი თქმით, 2010 წელს სასამართლო სისტემა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
2012 წლის ნოემბერში კი მთავარ პროკურატურაში დაიწყო მუშაობა და ამ პერიოდს უკავშირდება გახმაურებულ საქმეებზე მისი პროკურორობა. კერძოდ, რეზო ნადოი იყო პროკურორი მუხროვანის ამბოხის საქმეზე, ციხის სკანდალური კადრების საქმეზე, ასევე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის და ზურაბ ჟვანიას საქმეებზე.
2015 წლის მარტოდან რეზო ნადოი მთავარი პროკურატურიდან სამუშაოდ გადავიდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურორად.
www.1tv.ge
კომენტარები