გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებმა რაშად ისმაილოვმა და მუსტაფა ნიკბახთმა ღია წესით დაწვეს მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები, პლასმასის ბოთლები, რეზინის ბრეზენტი და სხვა ელასტომერული ნარჩენები.
შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. ჯარიმა განესაზღვრათ 500-500 ლარის ოდენობით.
კომენტარები