World Rugby საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტნის მამუკა გორგოძის ნაკრებიდან წასვლის შესახებ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.
ორგანიზაციამ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის, სტატუსი გორგოძის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრები დაამარცხა.
საქართველოს რაგბის ნაკრებიდან მამუკა გორგოძის წასვლის შესახებ განცხადება დღეს რაგბის ფედერაციამ გაავრცელა. გორგოძის თქმით, ის ბოლო თამაშს ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში ითამაშებს და გუნდს ამის შემდეგ დაემშვიდობება.
“ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში გორგოძეს 69 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში. ის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ლელოების რაოდენობით პირველ ადგილზეა. გორგოძე 2011 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.