თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე სოციალურ ქსელში თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
”ღრმა პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს – ეს არის თითოეული ქართველი ოფიცრის, სერჟანტის, ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის და ვეტერანის სამშობლოსადმი ღვაწლის დაფასების დღე.
ეს არის დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, ვინც ემსახურება და ემსახურებოდა საქართველოს — ღირსებით, თავდადებით და პროფესიონალიზმით.
აკადემიის რექტორი: ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე”
კომენტარები