საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში მორიგი მატჩი გამართა და ბულგარეთი ანგარიშით 8:7 დაამარცხა. ამ ეტაპზე საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს. მატჩები ახალ ზელანდიაში იმართება.
ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები 2 მაისს ტაივანს, ხოლო 3 მაისს ტაილანდს დაუპირისპირდება. პირველადგილოსანი გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ახალ ზელანდიაში საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.
კომენტარები