სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს.
სერბეთის პრეზიდენტს სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრი ზლატიბორ ლონჩარი და ექიმი – დრაგან დინჩიჩი დახვდნენ.
აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.
სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალექსანდრ ვუჩიჩის მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.
კომენტარები