გარემოს დაბინძურების გამო, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა 202 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ipn ავრცელებს.
“თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის, დავით დოლიძის თქმით, გარემოს დაბინძურების გამო ინსპექტორების მიერ გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 21 580 ლარის შეადგინა. დაჯარიმებულთაგან 197 ფიზიკური პირია, 5 კი – იურიდიული. ამასთან, 197 პირიდან 61 უცხოელია. შესაბამისად, ყველაზე დიდი საჯარიმო თანხა ფიზიკურმა პირებმა გადაიხადეს. უფრო კონკრეტულად, იურიდიულმა პირების მიერ გადახდილმა თანხამ ჯამში 4000-ზე ლარზე მეტი, ხოლო ფიზიკური პირების მიერ გადახდილმა კი – 17 500 ლარი შეადგინა.
გარემოს დაბინძურების გამო ჯარიმები 3 აპრილიდან ამოქმედდა, თუმცა თავდაპირველად – ორი კვირის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 პარილიდან დაიწყეს.