საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელი გიორგი ასანიძე ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგი ასანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, 8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის.
„გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ზედიზედ მეორედ გავა ევროპის ჩემპიონატზე. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მოდით, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და იმედია, რომ ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ და გაიმარჯვებენ აუცილებლად“, – განაცხადა გიორგი ასანიძემ.
კომენტარები