თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, გვიან ღამით, საავტომობილო გზა ჩაინგრა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გზის ჩანგრევა საყრდენი კედლების ჩამოშლამ გამოიწვია.
ადგილზე ათობით სპეციალური ტექნიკა და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ბრიგადები მუშაობენ. პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალა.
ადგილზე მცირე აფეთქებაც მოხდა, რის გამოც შესაბამისმა სამსახურებმა ავარიის რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდეს.
შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დგინდება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კომენტარები