საქართველო დღეს “მსოფლიო რბენას” შეუერთდება. საქველმოქმედო ღონისძიება კახეთში გაიმართება. გარბენი კახეთში სათავეს აიღებს თელავი-ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან.
“მსოფლიო რბენა” 2017 15:00 საათზე დაიწყება და მას ორი გამარჯვებული ეყოლება – ერთი ქალი და ერთი კაცი. გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ 2018 წელს “Wings for Life World Run”-ში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღონ მონაწილეობა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა “Wings for Life World Run”-ის ფონდს გადაერიცხება, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ატარებს.
“მსოფლიო რბენა” პირველად 2014 წელს გაიმართა.
კომენტარები