“პირველად საქართველოში ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომლის მშენებლობაც დაახლოებით 2 თვეში დაიწყება და 1 წელიწაში დასრულდება”, – ამის შესახებ “აიპრესთან” თბილსერვის ჯგუფის ხემძღვანელმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა.
მისი თქმით ნაგავგადამამუშავებელ ქარხანას “კატევე ჯორჯია” ააშენებს.
“დაახლოებით 1 წლის უკან, უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “კატევე ჯორჯია” ააშენებდა ნაგავგადამამუშავებელე ქარხანას, რომელის მშენებლობაც 80 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანს. ქარხანაში უნდა გადამუშავდეს ნარჩენი, შედეგად კი მივიღებთ ძირითადად ეკოლოგიურად სუფთა ნავთობპროდუქტებს, ანუ ქარხანა დედაქალაქს ნავთოპროდუქტებს მოუტანს.
მისი დანახარჯები ნარჩენის გაუნაბელყოფასთან დაკავშირებით მცირე იქნება. საქართველოში არ არის ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, მისი მშენებლობა დაახლოებით 2 თვეში დაიწყება, ეს 1 წელიწადში დასრულდება”, განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
მისი თქმით, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ყოველდღიურად 100 ტონაზე მეტი ნარჩენის განთავსება-გაუნებელყოფა ხორციელდება.
www.ipress.ge