სერო ელ კონო (Cerro El Cono) – ეს ამაზონის ტყეში დამალული იდუმალი წმინდა „პირამიდაა“, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე ამოუცნობ ობიექტად რჩება, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კი მას სულიერი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ისინი მას „მთის ღმერთად“ მიიჩნევენ.
ტყით დაფარული „პირამიდის“ სიმაღლე 400 მეტრს აღწევს და პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს.
ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ იგი მიწიდან აღმოცენდა, რათა ახლოს მცხოვრები ადამიანები დაიცვას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, Cerro El Cono-ს ქვეშ პირამიდის ნამსხვრევებია, რომელიც უძველესმა ტომებმა ააგეს. ეს თეორია ჯერ დამტკიცებული არ არის.
მეცნიერებს ამ მოსაზრების გასამყარებლად კვლევების ჩატარება სჭირდებათ, თუმცა სერო ელ კონო იმდენად მიუვალ და საშიშ ადგილას მდებარეობს, რომ ჯერჯერობით ეს რთულად განსახორციელებელი მისიაა.