ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩხრეკებს ატარებს ობიექტებზე, სადაც სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული, – “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია უწყებამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
კომენტარები