თურქმა სპეციალისტებმა ბურღვითი სამუშაოების დროს შავ ზღვაში 75 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინეს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ამ აღმოჩენის წყალობით თურქეთში ბუნებრივ აირზე ჩვენი სახლების მოთხოვნას 3,5 წლით უზრუნველყოფთ“, – თქვა ერდოღანმა.
როგორც თურქეთის ლიდერმა დასძინა, ახალი აღმოჩენის ეკონომიკური ღირებულება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის გოკთეპე-3 ჭაბურღილში, 3 500 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში მდებარე მთავარ ჭაბურღილში სახელწოდებით „საკარია“, გაზის ყოველდღიურმა მოპოვებამ 9,5 მილიონ კუბურ მეტრს გაუტოლდა.
კომენტარები