ქართველისთვის ოჯახი იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი. ეს არის ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი და ამას გაფრთხილება სჭირდება, – განაცხადა „ქრონიკასთან“ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობს.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. ხედავ რამდენი ადამიანია გამოსული, მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს აქვს განსაკუთრებული დატვირთა, ჩვენთვის ოჯახი ყოველთვის იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი. ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება, ვხედავთ რა პროცესები მიდის მსოფლიოში, როგორი შეტევა მიდის ოჯახურ ღირებულებებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები