როცა ასეთი ერთიანობა იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ. სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობს.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ოჯახი არის ის, სადაც ყველა ვეზიარებით პირველ რიგში ღვთის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ის ღირებულებები, რაზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება და მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პატრიარქს ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარები