პოლონეთში პრეზიდენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება ქვეყნის 29 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
გამარჯვების მთავარ კანდიდატებად ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსი და ნაციონალ-კონსერვატორი, ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი მოიაზრებიან. ბოლო გამოკითხვებით, ტშასკოვსი 30% მიიღებს, ნავროცკი კი 25%-ს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა 50%-ზე მეტი, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან თავის პოსტს უკვე მეორე ვადით იკავებს.
კომენტარები