დონალდ ტრამპი ხვალ, 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც ანიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრისთვის მზადებას ადასტურებს კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.
BBC-ს ინფორმაციით, თეთრი სახლის და კრემლის ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ.
კომენტარები