ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი 30,8%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ნაციონალისტი კაროლ ნავროცკია, 29,1%-ით.
იმის გათვალისწინებით, რომ ხმათა 50%-ზე მეტის დაგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, 1 ივნისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კომენტარები