როდესაც გერმანიის ელჩი, დემონსტრაციულად ზის ბანერის ქვეშ, სადაც წერია სიტყვა “მონა”, ეს ნიშნავს, რომ მონებს გვიწოდებს ყველას, ვინც მის მოსაზრებებს და პოლიტიკური დღის წესრიგს არ ეთანხმება, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის პოსტს, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, ბოლოდროინდელ გზავნილებზე, რომელსაც ელჩი შერჩეული ფონის მეშვეობით უზიარებს საზოგადოებას.
ქადაგიძის განცხადებით, ფიშერის და მისი თანამოაზრეების ოცნება სწორედ ისაა, ქართველმა ხალხმა ყველა მათი დირექტივა მონასავით შეასრულოს – ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როდესაც ელჩები მართავდნენ ქვეყანას.
“დიახ, ზუსტად ასეა!
როდესაც გერმანიის ელჩი, დემონსტრაციულად ზის ბანერის ქვეშ, სადაც წერია სიტყვა “მონა”, ეს ნიშნავს, რომ მონებს გვიწოდებს ყველას, ვინც მის მოსაზრებებს და პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ეთანხმება.
დარწმუნებული ვარ, რომ მათი ოცნებაც სწორედ ეგ არის – ისინი იყვნენ ბატონები, ხოლო ჩვენ მონები, უუფლებო ადამიანები და ვასრულებდეთ მათ ყველა დირექტივას. ზუსტად ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, როდესაც საელჩოები და ელჩები მართავდნენ ქვეყანას.
ვერ ეღირსებით, ბატონო ფიშერ. მონები ხაზარაძისგან ნაქირავებ საკუთარ რეზიდენციაში მოიკითხეთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.