დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მის წერილს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
„მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ, მომავალ წელს, ყველა ქართველს ყოველივე საუკეთესოს“, – აღნიშნულია გზავნილში.
კომენტარები