ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამაშველო სამსახურის უფროსი და ადგილობრივი ჟურნალისტი. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის ძალები აკონტროლებენ ღაზის სექტორის 77 პროცენტს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამში, 54 000-მდე პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 220 ჟურნალისტი.
როგორც მედია წერს, ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია და ჯავშანტექნიკა ამჟამად ღაზაში იმყოფება.
ამასთან, ისრაელის მედია იუწყება, რომ დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 107 სატვირთო მანქანა შევიდა.
კომენტარები