ათენი-ქუთაისის რეისი გაუქმდა.
საბერძნეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
ვიზეარის ათენი-ქუთაისის რეისი გაუქმდა და 12 საათზე მეტია აეროპორტში ველოდებით დამატებით ინფორმაციას. მოგვცეს დაპირება, რომ გადაგვიყვანდნენ სასტუმროში, თუმცა ჯერ არც ეს განხორციელდა. ამ დროისთვის სრულიად გაურკვეველი რჩება ჩვენი მდგომარეობა — გვათენებინებენ აეროპორტში სრულიად უმიზეზოდ და უპასუხოდ.
მგზავრებს გვაკლდება ელემენტარული პირობები — დასვენება, კვება და ინფორმირებულობა.
რაიმე მსგავსი გამოცდილება თუ გქონიათ და თუ შეგიძლიათ რჩევები მომცეთ როგორ მოვიქცე.
მეგობრებო დაგვეხმარეთ საბერძნეთში დარჩენილ ხალხს…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
კომენტარები