ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარია, შესაბამისად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძველი მეგობარია და ჰგონია, რომ აქ თავისი ჩამოსვლით შეცვლის განწყობებს ჩვენს საზოგადოებაში, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე დაესწრო.
„ქალბატონი რასას მიმართ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება კარგად ვიცით. მსუბუქად რომ ვთქვათ, ნამდვილად არავის უხარია მისი ჩამოსვლა. ეს ქალბატონი იქცა ჩვეულებრივ ფაშისტად ისეთ განცხადებებს აკეთებს. სცენიდან მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს, რადგან ვიცით, რომ ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარია, შესაბამისად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძველი მეგობარია და ჰგონია, რომ აქ თავისი ჩამოსვლით შეცვლის განწყობებს ჩვენს საზოგადოებაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.