გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების პრორუსული პოზიციის გამო საჭიროა, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებზე ზეწოლა განახორციელოს.
მისი თქმით, ბრიუსელს საკმარისი საშუალებები აქვს, რითაც უნგრეთსა და სლოვაკეთზე ზეწოლას განახორციელებს.
როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, გასულ კვირას მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან საუბარი ჰქონდა. ევროკავშირს შეუძლია განახორციელოს ზეწოლა ამ ორ ქვეყანაზე, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპებს არღვევენ.
მერცის განცხადებით, „ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ამ ქვეყნებს ევროპული ფონდებიდან დაფინანსება შეუწყდეს“. გერმანიის ლიდერმა განაცხადა, „თუ ამის საჭიროება დადგება“, ევროკავშირი იმოქმედებს.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას არ იზიარებენ. მან აგრეთვე დასძინა, რომ ბრიუსელი ოფიციალურ ბუდაპეშტთან და ბრატისლავასთან კონფლიქტს ვერ გაექცევა. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილება „უმნიშვნელო უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული“.