გვექნება კითხვები მასთან [სანაკოევთან] იმ წლებთან დაკავშირებით, როდესაც საჯარო სექტორში მოღვაწეობდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„გვექნება კითხვები მასთან [სანაკოევთან] იმ წლებთან დაკავშირებით, როდესაც საჯარო სექტორში მოღვაწეობდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2004-2008 წლებში დაახლოებით. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება მისი ახსნა-განმარტება კომისიისთვის. ბევრი საკითხი, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან არსებული, ბევრ პიროვნებას გამოვკითხეთ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დიმიტრი სანაკოევია მიწვეული.
კომენტარები