აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ომში უკრაინისა და რუსეთის დანაკარგებმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით უკვე გადააჭარბა აშშ-ის დანაკარგებს მეორე მსოფლიო ომში.
„პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია. უნდა შეწყდეს ეს მკვლელობები. როდესაც ციფრებს ვუყურებთ – ეს არის მასობრივი მკვლელობები. ორივე მხრიდან დანაკარგები უკვე 1.2 მილიონს შეადგენს. ეს უბრალოდ საშინელებაა. ეს აღემატება [აშშ-ის] დანაკარგებს მეორე მსოფლიო ომში“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.
ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის დანაკარგები მეორე მსოფლიო ომში 418 000 დაღუპული და 671 000-ზე მეტი დაჭრილია.
კომენტარები