თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვულოცავ გიორგი ლორიას სანაკრებო კარიერის ღირსეულად, გამარჯვებით დასრულებას. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ანორთოსისში, მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. მისი პროფესიონალიზმი, სტაბილურობა და სათამაშო ხარისხი სამაგალითო უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის. ბევრ რთულ მომენტში, ლორი იყო ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სხვაობას ქმნიდა და მნიშვნელოვან გამარჯვებებში, მისი წვლილი ძალიან დიდია. წარმატებებს ვუსურვებ საკლუბო კარიერაში და მჯერა, გამოცდილებას, ცოდნას და უნარებს სამომავლოდ ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ გამოიყენებს! “
კომენტარები