ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ტელევიზიამ მაყურებელი გააფრთხილა, რომ „შეუსაბამო“ რეკლამა, რომელიც ტელეეკრანებზე გავიდა, სავარაუდოდ, სატელიტური სიგნალების დაჰაკვის შედეგია.
„თუ ტელევიზიის ყურების დროს შეუსაბამო შეტყობინებებს შეამჩნევთ, ეს მტრის მიერ თანამგზავრული სიგნალების ჩახშობის გამოა“, – განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში მოხვდა. ვიდეოში ირანის მთავრობას ადანაშაულებდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში და მაყურებელს მოუწოდბენდნენ, კონტროლი აეღოთ საკუთარ მომავალზე. ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო იმ სარდლების სურათები, რომლებიც ისრაელმა ირანზე თავდასხმის შედეგად მოკლა. ვიდეორგოლში გამოყენებული იყო 2022 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების კადრები, რომელიც მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ვიდეოს ზედა კუთხეში კი ლომის ემბლემა იყო გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 13 ივნისს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას „აღმავალი ლომი“ უწოდა.