უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-მაიორი გენადი შაპოვალოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების (AFU) სახმელეთო ჯარების ახალ მეთაურად დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის Telegram-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიგადის გენერალი შაპოვალოვი საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცერია, რომელიც ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ჯარებს მეთაურობდა.
„ის ასევე ასრულებდა ამოცანებს ვისბადენში ნატო-ს პარტნიორებთან“, – ნათქვამია უმეროვის შეტყობინებაში.
კომენტარები