ჩვენთან, სამწუხაროდ, ზოგიერთმა დიპლომატმა თუ ელჩმა თავისი საქციელით ლამის სალანძღავ სიტყვად აქციონ ელჩობა. ქართველს როდესაც ესმის, რომ ვიღაცა ელჩია, უკვე შეიძლება რაღაც ნეგატიური აზრები და ემოციები გაუჩნდეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ეს ვენის კონვენციის დარღვევის შედეგია.
„ყველა თავის ფარგლებში [უნდა] დარჩეს, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა და ვენის კონვენციის პატივისცემა. პრობლემა იმაშია, ჩვენ რომ ვაკრიტიკებთ მერე ზოგიერთს სწყინს. ნუ შემოვლენ პოლიტიკურ დებატებში და არ მიიღებენ პოლიტიკურ პასუხებს. რომელი დიპლომატიც არ ერევა შიდა საქმეებში მას შიდა პოლიტიკური პასუხებიც არ გაეცემა, ვინც შემოდის და მოქმედებს როგორც რომელიღაცა რადიკალი ოპოზიციონერი, რა თქმა უნდა ამაზე პასუხი იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ ვსაუბრობთ ფაქტებით. აგერ, ფაქტი არის რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას. ფაქტია, რომ გია ჯაფარიძეს, ჩერგოლეიშვილს, ტაბულას და მსგავს ორგანიზაციებს აქვთ ექსტრემისტული დღის წესრიგი და ამ ადამიანების დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთის საელჩო. სად არის ამაზე პასუხი? ნაცვლად ამისა, ვიღებთ ბრალდებებს, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ჩვენი სიძლიერე არის ჩვენს სიმართლეში. როგორც 2022 წელს ომი რომ დაიწყო, თავს რომ დაგვესხა ყველა და ყველამ, ევროკავშირმაც რომ გაგვწირა და საბოლოო ჯამში ჩვენი სიმართლე რომ გავიტანეთ, ასე გაგვაქვს სიმართლე ახლაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.