პრემიერ-მინისტრმა როდესაც პირველად გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება, იქ აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ამ თემასთან დაკავშირებით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, ის არის, რასაც ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც, საზოგადოებას ვესაუბროთ ერთის მხრივ, იმ დიდ რისკზე, რომელიც ნარკომანიის გავრცელებას, აღვირახსნილობას ამ თვალსაზრისით გარკვეული კომერციული სტრუქტურებისა, ეს შეიძლება თან ახლდეს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ იმაზეც, რა არის ხელისუფლების გეგმა, ხედვა იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა.
სწორად იყო აღნიშნული და ამას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ ამას მე, პირადად, როგორც მოქალაქე სხვას თავი რომ დავანებოთ, რომ პრემიერ-მინისტრმა როდესაც პირველად გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება, იქ აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, ის არის, რასაც ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, რა წამს ის აღმოაჩენს, რომ არის საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხები, რომლებსაც სჭირდება ერთმნიშვნელოვნად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.
პასუხისმგებლობით იყო განმსჭვალული ეს განცხადება იმიტომ, რომ აბსოლუტურად პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ითქვა მთავარი საწყისი, პირველწყარო, რა იწვევს ამ პრობლემას. ნარკომანიის პრობლემას, რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებამაც კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი პრობლემაა და მეორეს მხრივ, არასდროს ზედმეტი არ არის ამ საშიშროებაზე რომ ვისაუბროთ.
ითქვა კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გამხდარა ავად მოხმარების საგანი და ეს საზოგადოებამ იცის. არაფერი აქ ახალი არ თქმულა ისეთი, რომელიც არ ვიცით ჩვენს სამეზობლოში, სამეგობროში, სანათესავოში არ თქმულა და არ გაგვიგია.
შესაბამისად, ამ პრობლემას მოწესრიგება სჭირდება. ეს გულისხმობს იმას, რომ კომერციული ინტერესის არსებობა ამ შემთხვევაში, როგორც გავლენის მქონე რაღაც მოვლენა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეს იმ სფეროდან, სადაც კომერციულმა ინტერესმა შეიძლება განაპირობოს წახალისება საზოგადოების, ცალკეული ადამიანების, ახალგაზრდობის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხშირად და მეტად მოიხმარდნენ პროდუქტს, რომლის მეტად გაყიდვით ვიღაც შეიძლება ხელს ითბობდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.