საქართველოს თავდაცვის ძალებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციების წევრებს, დეპარტამენტის უფროსის, გენერალ-მაიორ ელგუნ ალიევის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს სამხედრო პოლიციის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
დაბა ვაზიანში, აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დელეგაციის წევრები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სპეციალურ საჩვენებელ წვრთნას დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა გვირგვინებით შეამკეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის ვიზიტი ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაცია სტუმრობდა
2025/07/03 11:42:35

ნანახია: 20 ჯერ