კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატ მიგელ ურიბე ტურბაიაზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ხოსე არტეაგა ერნანდესი, იგივე „ელ კოსტენო,” რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პოლიციამ ბოგოტას სიახლოვეს აიყვანა.
39 წლის მიგელ ურიბე ტურბაისს დედაქალაქ ბოგოტაში საარჩევნო ღონისძიების დროს სამჯერ ესროლეს. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი ადგილზე დააკავა.
კომენტარები