კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მუშაობა უკრაინაში მან შეზღუდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ რუსეთი კომპანიის თანამგზავრების ჩამოგდებას დაიწყებდა.
როგორც მასკმა აღნიშნა, Starlink-ი სამოქალაქო მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი, მაგრამ შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად – არა.
აღნიშნული განცხადება მასკმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ მასკმა Starlink-ის მუშაობა უკრაინაში იმიტომ შეზღუდა, რომ არსებობდა საფრთხე, რუსეთს სატელიტური ანტენები ჩამოეგდო.
„ეს მართლაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც Starlink-ი სამოქალაქო სისტემად უნდა დარჩეს. მისი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა არა აშკარად შეტევითი დარტყმების განსახორციელებლად, რაც მას საპასუხო დარტყმის სამიზნედ ქცევის საფრთხის წინაშე აყენებს.
მოწინააღმდეგის მიერ Starlink-ის თანამგზავრების განადგურებამ შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და კოსმოსში ნამსხვრევების უზარმაზარი რაოდენობა წარმოქმნას, რაც კოსმოსს გამოყენებისთვის უვარგისად აქცევს“, – დაწერა მასკმა.
