აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის, ჯონ ბრენანისა და FBI-ს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ გამოძიებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, ისინი ძალიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან. ვფიქრობ, უდიდესი თაღლითები არიან და შესაძლოა, ამისთვის ფასიც გადაიხადონ. მჯერა, რომ ისინი ნამდვილად ცუდი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, ასე რომ, რაც მოხდება, მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯონ ბრენანისა და ჯეიმს კომის წინააღმდეგ საქმეები აღძრა. მათ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების დროს შესაძლო დარღვევებში ადანაშაულებენ.
კომენტარები