მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „რეალს“ 3:0 ამარცხებს.
პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დისკვალიფიცირებული პაჩოს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბერალდო, ბარკოლას მაგივრად კი დემბელე დააყენა. ტურნირზე პირველადს მოხვდა სასტარტოში „რეალის“ შემტევი მბაპე, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ალეკსანდერ-არნოლდმა მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მოახერხა.
პარიზელებმა თავიდანვე შეუტიეს, კურტუამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, რის შემდეგაც მისი კარი ფაბიან რუისმა და დემბელემ დალაშქრეს. „პარი სენ ჟერმენი“ სრულ უპირატესობას ფლობდა და 25-ე წუთზე ფაბიან რუისმა დუბლი შეასრულა. კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა თამაშს, ოთხჯერ დაარტყა, მაგრამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ორჯერ კი მცველებმა დაუბლოკეს.
კომენტარები