ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა.
პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები – დათვები და მგლები არიან. ვოლიერის ფართობი 1 ჰექტარზე მეტია და მასში ჯერჯერობით სამი დათვი და ოთხი მგელი ბინადრობს.
მალე აქ ბინას ის დათვებიც დაიდებენ, რომლებსაც სხვადასხვა დაწესებულებებთან გალიებში ვხვდებით. უახლოეს პერიოდში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 48 ჰექტარია, ირმებსა და ნიამორებსაც გადაიყვანენ.
ვოლიერი ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად დედაქალაქის მერმა, გარემოს დაცვის სამინისტოს წარმომადგენლებმა და გერმანიის ელჩმა ოფიციალურად გახსნეს.
ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.
კომენტარები