კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს. რაღაც აბსურდზეა საუბარი, თითქოს მონტაჟი მოხდა, როდესაც ნებისმიერ ეთერში, რომელიც არ უნდა გადაახვიო, ყველგან ერთი და იგივე ჩანს, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ მისამართით, თითქოს არხმა ვიდეო, რომელშიც საბა ჯიქია ფიგურირებს, ფალსიფიცირებულია და ის კადრი, სადაც მას დანა უჭირავს, მონტაჟია.
„სასამართლოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ხდება სპეკულაციის საგანი ოპოზიციის და შემდეგ მათი გარე პატრონების მხრიდან. კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს. რაღაც აბსურდზეა საუბარი, თითქოს მონტაჟი მოხდა, როდესაც ნებისმიერ ეთერში, რომელიც არ უნდა გადაახვიო, ვინც ამას აშუქებდა, ყველგან ერთი და იგივე ჩანს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.