„მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება თუ მას წარმოადგენენ თბილისის მერის არჩევნებზე იმიტომ, რომ ჩვენთვის გაცილებით მარტივი იქნება არჩევნებში მონაწილეობა“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადე, რომლის მიხედვითაც ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატი იქნება.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი არის სახე იმის, თუ რას წარმოადგენს რეალურად ოპოზიცია.
„ბატონი ალეკო არის ალბათ სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის. თუ აპირებენ, რომ იგი იყოს სახე თუნდაც თბილისის არჩევნებში, ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო ჩვენება, თუ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, რეალურად რა არის ოპოზიციის სახე, შესაძლებლობა და რესურსი“, – აღნიშნავს მახაშვილი.
კომენტარები