აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინი ცქვიტარიამ (56 კგ).
ნინი ცქვიტარიამ 3 მებრძოლი დაამარცხა და ნახევარფინალი უკრაინელ პოლინა კოვირნოვასთან დათმო. ნინი პირველი ქართველი მებრძოლია გოგოებს შორის, რომელმაც მსოფლიოს პრიზიორის ტიტული მოიპოვა
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ოთხი მედალია, ოქრო შიო გენჯაძემ ( 40 კგ) მოიპოვა, ვერცხლს შაკო მესხი (44 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს პრიზიორი კი რევაზ მჭედლიშვილი(57 კგ) გახდა.
ქართველი მებრძოლები ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
კომენტარები