ლუკა კურტანიძის ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მან ჟურნალისტებს განუცხადა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ყოფილი დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
კომენტარები